ლეგენდარული მსახიობი ვანესა რედგრეივი უარს ამბობს ფილმში მონაწილეობაზე, რადგან პროექტში მთავარ როლზე კევინ სპეისი დაამტკიცეს. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობის წარმომადგენელმა გაავრცელა. ის ასევე ამბობს, რომ რედგრეივი ამ ფაქტის კომენტირებას აღარ აპირებს.
84 წლის მსახიობს ახალ ფილმში მონაწილეობა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ფილმს მსახიობის მეუღლე, 79 წლის ფრანკო ნერო იღებს და ცნობილია, რომ მასში კევინ სპეისი დეტექტივის როლს შეასრულებს, ეს იქნება პირველი როლი კევინ სპეისისთვის სექსუალური სკანდალის შემდეგ. მსახიობს წარდგენილი ბრალი არ დაუმტკიცდა.
რედგეივმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ 61 წლის სპეისი ფილმში მისი პარტნიორი იქნებოდა.