თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. მას საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა.
საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, იყო თუ არა მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს.