LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო – თავისუფლების მოედანზე საზეიმო ცერემონია გრძელდება

81
Untitled design (2)

საქაღთველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება.

ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მთავარ მოედანზე სამხედრო შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი განლაგდა, შემდეგ ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს პირველმა პირებმა მიმართეს, რის შემდეგაც 247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.

თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი კიდევ 5 ლოკაციაზე: სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა.

თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას დღეს სხვა ქვედანაყოფთან ერთად, ავღანეთის მისიიდან ერთი კვირის წინ დაბრუნებული ჯარისკაცებიც ესწრებიან.

კორონავირუსის პრევენციიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა არ გაიმართება.

ამ წუთებში კი, მოსახლეობას სიტყვით მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.