საბერძნეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Aegean Airlines საქართველოს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უბრუნდება.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 3 ივნისიდან შეუდგება და კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
არსებული განრიგის მიხედვით, Aegean Airlines ათენსა და თბილისს შორის ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას იფრენს.