LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებს შესთავაზებს

269

„ელიტ ელექტრონიქსი” გასულ წელს აჯამებს და ამბობს, რომ 2017 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით.

კომპანიამ გასულ წელს 18%-იანი ზრდა დააფიქსირა საცალო გაყიდვების მიმართულებით 2016 წელთან მიმართებაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდები იყო ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიებში: მობილურ ტელეფონებში 30%-ზე მეტი, ხოლო მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით 20%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ასევე მომგებიანობის კუთხით, კომპანიამ ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

კომპანიის ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2017 წელს 2 ახალი მაღაზია გახსნა ახალციხესა და ოზურგეთში, ასევე გაიხსნა ახალი კონცეფციის მაღაზია „Elit Home”-ის ბრენდის ქვეშ, სადაც პირველად საქართველოში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მაღაზიაშივე გამოსცადოს ნებისმიერი სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ტექნიკის გამოცდაში კი მაღალკვალიფიციური კონსულტანტები დაეხმარებიან, დეტალურად გააცნობენ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს. „Elit Home”-ის პირველი მაღაზია ბათუმში,„შავი ზღვის მოლში“ გაიხსნა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა „ელიტ ელექტრონიქსისთვის“ 2017 წელს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ, მსოფლიოში წამყვან გერმანულ ბრენდ „nobilia“-სთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება „nobilia“-ს ბრენდის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური დამომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, „ელიტ ელექტონიქსს“ 2018 წელს საკმაოდ საინტერესო და ამბიციური გეგმები აქვს საცალო გაყიდვების ზრდისა და კომპანიის განვითარების მიმართულებით. კომპანია წლის ბოლომდე მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებს შესთავაზებს, ასევე  გახსნის ორ ახალ მაღაზიას ხაშურსა და გორში.

„ელიტ ელექტრონიქსის“ როგორც დარგის ლიდერი კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და დამკვიდრებას. უზრუნველყოს ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის შემოტანა ქართულ ბაზარზე და რაც მთავარია, იყოს ეს ტექნიკა ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის. „ელიტ ელექტრონიქსის“ გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რაც კომპანიის ყოველწლიურ ზრდაში გამოიხატება. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი მისთვის სასურველი ტექნიკა და ამავდროულად, შევთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ხელსაყრელი პირობები მათ შესაძენად“ – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები