გმირთა მოედანზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. თბილისის ცენტრში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყავნეს, სამი დაჭრილიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რა გახდა ურთიერთდაპირსპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.