LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს: დეგნანი “ნამახვანჰესის” პროტესტზე

54
კელი დეგნანი

“ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტს აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და ამბობს, რომ ნიშვნელოვანია, საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს.

კელი დეგნანი ამბობს, რომ მთავრობამ ამ შეშფოთების მოსმენას დრო უნდა დაუთმოს და მის გადასაწყვეტად იმუშაოს:

ელჩის განმარტებით,  საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დივერსიფიკაციასთან მიმართებაში, მთავრობამ ისეთი ბალანსი უნდა გამონახოს, რომ ელექტროენერგიის კუთხით, ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს:

“მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და მის გადასაწყვეტად იმუშაოს.

მთავრობამ უნდა გამონახოს ბალანსი საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დივერსიფიკაციასთან მიმართებაში ისე, რომ საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის კუთხით, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის გამო. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების მღელვარების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგო პროექტების განვითარებაში.” – აცხადებს კელი დეგნანი.