რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.
ხელისუფლების მხრიდან ნების გამოხატვას ისინი 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები დედაქალაქის პარალიზებას აპირებენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის საბა კვანტრიშვილის განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა, მერიასთან შეთანხმებულია.
„დიახ, ეს შეთანხმებულია მერიასთან. დაახლოებით, 50-მდე კარავი იქნება, შეიძლება, მოემატოს. მერიასთან შეთანხმებულია პროტესტის მსგავსი ფორმა“, – დასძინა საბა კვანტრიშვილმა.