LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხუთი შვილის მამა მხოლოდ იმისთვის დაჭრა, რომ მის გართობას ხელი შეუშალა”

54

სოციალურ ქსელში კლუბ ბასიანის დაცვის წევრის მეუღლის წერილი და ფოტო ვრცელდება.

როგორც ის წერს, მისი ქმარი და კიდევ ორი ადამიანი, მხოლოდ იმიტომ გაწირეს, რომ ვიღაცის გართობას ხელი შეუშალა.

დაცვის წევრის მეუღლის თქმით, ის გადარჩა, თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისში მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა.

„ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება ,” მთავარია გქონდეს ფული რომ არ იყო დაჩაგრული” და თუ ფული თავზე საყრელად გაქ შეგიძლია ადამიანებიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ რომ შენ გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა. ეს ჩემი მეუღლეა რომელიც სასწაულებრივად და მადლობა ღმერთს გადარჩა თუმცა პოტენციური მკვლელი ისევ თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის რადგან 30000 გადაიხადა და გაათავისუფლეს . სამი დღეა ჩუმად ვარ და არაფერი არ მითქვამს ამის შესახებ, რადგან იმედი მქონდა სამართალ დამცველების და მთავრობის თუმცა ეხლა ძაან დაუცველად ვგრძნობ თავს”, – წერს ბასიანის დაცვის წევრის მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები