LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის ბავშვებისთვის – პირველ ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

76
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი - აქცია

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებული მოვლენების გამო, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე თვეზე მეტია დაწესებულებაში არ უშვებენ, პირველ ივნისს 18 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა.

ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა.
  • დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

მათივე ცნობით, 2021 წლის 7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულა, პასუხისმგებლობა აეღო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის განხორციელებაზე, თუმცა სახელმწიფო დღემდე არ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, მაშინ როცა, სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას“,- წერია განცხადებაში.

აქციას ასევე უერთდებიან:
@ქალთა მოძრაობა Georgian Women’s Movement
@სირცხვილია Shame Movement
@Tbilisi Pride
@ფონდი ფემინა/Femina Fund