LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მე-3 დღეა შიმშლობენ

121
აქცია ტექნიკური

განათლების სამინისტროსთან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი მე-3 დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

სტუდენტები რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, რამდენჯერმე ნასამართლევი პირი უნივერსიტეტის რექტორი არ უნდა იყოს.

აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა” შეუერთდნენ.

ამ დრომდე რექტორი ან სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს არ გამოხმაურებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები