საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 63 სკოლა და 188 ცალკეული კლასია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 21 მაისის მონიტორინგის და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3% და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა
უწყების ცნობით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება.