LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმაოდ კარგად დაიწყო, “სინოვაკზე” უკვე 3 900 ადამიანი დარეგისტრირდა: პაატა იმნაძე

84
Untitled design

“ბოლო მონაცემები არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, “სინოვაკზე” 3 900 ადამიანი იყო დარეგისტრირებული.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს საკმაოდ აქტიურად დაიწყო.

„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

“გაიხსნა “სინოვაკზე” ვაქცინაციის პორტალი. ბოლო მონაცემები არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, 3 900 ადამიანი იყო დარეგისტრირებული “სინოვაკზე”. საკმაოდ კარგად დაიწყო ამ ვაქცინაზე რეგისტრაციაც. მოგეხსენებთ, პირველად გვქონდა “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, დაემატა “სინოფარმი” და “სინოვაკი”. ზოგადი მონაცემებით, დილისთვის 105 500 ადამიანი იყო აცრილი.” – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი ჩინური წარმოების, “სინოვაკის” ვაქცინაზე მოსახლეობის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან დაიწყო, აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

21 მაისის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინირებულია 105 500 ადამიანი, წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 98 ათასზე მეტმა პირმა