რაჭაში, სოფელ უწერაში 8 ნომრიანი სასტუმრო იყიდება. ინფორმაციასა და ფოტომასალას უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield ავრცელებს.
კომპანიის ცნობითვე, პროექტი დასრულებულია. სართულების რაოდენობა არის 3. სასტუმროს გააჩნია ხის დეკორატიული მასალით მოპირკეთებული ფასადი, შავი ალუმინის კარ-ფანჯარა, შავი მეტალოკრამიტის გადახურვა, საძინებლების რაოდენობა – 8, აღსანიშნავია, რომ ყველა საძინებელს გააჩნია ინდივიდუალური სველი წერტილი. სასტუმროში არის 1 სამზარეულო.
კონდიცია: შავი კარკასი, ფასი: 150 ათასი დოლარი.