LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყის ხანძრები სამხრეთ საბერძნეთში – ევაკუირებულია 6 სოფელი

58
Untitled design

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

გუშინ, საბერძნეთის სამხრეთ რეგიონში, კორინთში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, ექვსი სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაცია განხორციელდა ორი მონასტრიდანაც.

დღეს დილით კი, ხანძრის მასშტაბის ზრდის გამო, რეგიონის სხვა სოფლების მაცხოვრებლებსაც განუცხადეს, რომ დაეტოვებინათ საკუთხარი სახლები, რადგან ძლიერი ქარის გამო, ხანძარმა გავრცელება დასავლეთ ატიკაშიც დაიწყო.

როგორც სახანძრო სამსახურის სპიკერმა Reuters-თან საუბრის დროს განაცხადა, ადგილობრივები სოფლებიდან უსაფრთხოდ გადაიყვანეს. 180-ზე მეტი მეხანძრე ტყის ძლიერ ხანძარს 62 სახანძრო მანქანით, 17 თვითმფრინავითა და 3 ვერტმფრენით ებრძოდა.

ხანძარი გუშინ ღამით პელოპონესის ნახევარკუნძულის პატარა ზღვისპირა დასასვენებელ კურორტზე დაიწყო. კუნძული ათენიდან დაახლოებით 90 კილომეტრში მდებარეობს და დასახლებებში, 90% დასასვენებელი სახლებია.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაიწვა ადგილობრივთა რამდენიმე სახლი და ზეთისხილის ხეები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები