LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა ბეატრისი და ედოარდო მაპელი-მოცი პირველ შვილს ელოდებიან

183
beatrisnews

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მალე ახალი პრინცი ან პრინცესა გაჩნდება. ცნობილი ხდება, რომ დედოფალ ელისაბეთის შვილიშვილი, 32 წლის პრინცესა ბეატრისი ორსულადაა. ბეატრისისთვის ეს პირველი შვილი იქნება, რაც ეხება ედოარდოს, მას უკვე ჰყავს შვილი პირველი ქორწინებიდან.

ინფორმაციას პრინცესა ბეატრისის ორსულობის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს: „მისი აღმატებულება პრინცესა ბეატრისი და მისტერ ედოარდო მაპელი მოცი მოხარულნი არიან გაცნობოთ, რომ შემოდგომაზე ისინი პირველ შვილს ელოდებიან“, – ნათქვამია სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები