LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეგორი პორტერისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი დღეს იმართება

83

SOLO  და Eastern Promotions, 12 იანვარს, 20:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტის, გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტს.

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზვოკალისტი გრეგორი პორტერი, საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან „Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია გრეგორი პორტერის კუმირის – ლეგენდარული ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზ-პიანისტის ნეტ კინგ კოულის ჰიტები.

გრეგორი პორტერის უახლესი ალბომი „Nat King Cole & Me“, 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. მუსიკოსმა თავისი ბოლო ნამუშევარი ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა. პორტერთან ერთად, ალბომზე მუშაობდნენ  ლონდონის სტუდიური ორკესტრი, პიანისტი კრისტიან სენდსი, ბასისტი რუბენ როჯერსი და დრამერი ულისე ოუენსი. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული სიმღერების არანჟირების ავტორი გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ვინს მენდოზაა.

დისკი აერთიანებს გრეგორი პორტერის მიერ შესრულებულ ნეტ კინგ კოულის ისეთი ლეგენდარულ სიმღერებს, როგორებიცაა “Mona Lisa,” “L-O-V-E,” “Nature Boy,” “The Christmas Song,” “Smile” და სხვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები