LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპი პრემიერაზე ალექსანდრე მაკქუინის კლასიკურ პიჯაკში გამოჩნდა (ფოტო)

219

68 წლის მერილ სტრიპმა კიდევ  ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონია. 10 იანვარს მსახიობი  ფილმის, „საიდუმლო დოკუმენტების“ პრემიერაზე კლასიკურ ანსაბლში გამოჩნდა. ოსკარონმა მსახიობმა აქცენტი ალექსანდრე მაკქუინის შავი ფერის პიჯაკსა და შარვალზე გააკეთა. პრემიერას ასევე ესწრებოდა ფილმში მთავარი როლის შემსრლებელი ტომ ჰენქსი. მსახიობი წითელ ხალიჩაზე ასევე კლასიკურ პიჯაკსა და პალტოში გამოვიდა. პრემიერის სტუმრებს შორის იყო ფილმის რეჟისორი, სტივენ სპილბერგიც.

ფილმი „საიდუმლო დოკუმენტები“ წელს „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი იყო. ის სავარაუდოდ, ოსკარისთვისაც იბრძოლებს, ისევე როგორც ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები. კინოსურათი Washington Post-ის საქმიანობაზე გვიყვება და ის რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. მერილ სტრიპი ფილმში გაზეთის პირველ ქალ გამომცემელს, კეტრინ გრეჰემს განასახიერებს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები