გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე საგზაო მოძრაობა ჩაიკეტება და დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის კმ4+174მ-ში გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე საგზაო მოძრაობის ჩაკეტვა და მოძრაობის დროებით გადართვა შემოვლით გზაზე, სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, რომელიც ისევ 46-ე კმ-ზე დაუბრუნდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას.
სამუშაოების წარმოების დასრულების ვადად 2021 წლის ოქტომბრის თვეა განსაზღვრული.
სამუშაოთა წარმოების ადგილებზე (შეზღუდვის და გადართვის) განთავსდება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. მშენებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმითა და ალმით აღჭურვილი თანამშრომლების გამოყოფას, შეზღუდვის ადგილებში მოძრაობის დასარეგულირებლად.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.