LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყალბების მექანიზმები სრულიად აღმოიფხვრება, შედეგების გაყალბებას და საკუთარ თავზე მორგებას ვერავინ შეძლებს: ვაშაძე საარჩევნო ტექნოლოგიებზე

67
გიორგი ვაშაძე

“საპარლამენტო არჩევნებისთვის ფაქტობრივად სრულფასოვნად იქნება ყველაფერი დანერგილი, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ 95-99%-იან შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე არჩევნების შედეგების გაყალბებას და შედეგების თავის თავზე მორგებას ვერ შეძლებს.” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ, რომელშიც ასევე ჩართულები იყვნენ ექსპერტები ამერიკიდან და ესტონეთიდან.

მისივე თქმით, საბოლოოდ კვირისთვის ჩამოაყალიბებენ იმ ტექნოლოგიის აღწერას, რაც ოქტომბრის არჩევნებში დაინერგება:

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამერიკიდან და ესტონეთიდან ექსპერტები იყვნენ ჩართული. ფაქტობრივად, ონლაინ რეჟიმში შევთანხმდით, რომ დღეიდან კვირამდე იქნება, ტექნოლოგიურად ამას ეწოდება 24/7-ზე “სპრინტი”, ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ, კვირისთვის ჩამოვაყალიბებთ იმ ტექნოლოგიის აღწერას, რაც ოქტომბრის არჩევნებში დაინერგება.

ეს არ იქნება თითის ანაბეჭდი. ასევე გაყალბების მექანიზმები სრულიად აღმოიფხვრება. იქნება დასაკეცი გარმონისებული ბიულეტენი, რაზეც ვსაუბრობთ. ასევე აღრიცხვიანობის მარტივი ტექნოლოგიები, რომელიც სწრაფად დანერგვადია. ტექნოლოგიების კომპლექსი პირველი დიდი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ფაქტობრივად სრულფასოვნად იქნება ეს ყველაფერი დანერგილი, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ 95-99%-იან შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე არჩევნების შედეგების გაყალბებას და არჩევნების შედეგების თავის თავზე მორგებას ვერ შეძლებს.” – თქვა ვაშაძემ.