LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზით, შესაძლოა, სროლის მანძილი გავიგოთ – მაია ნიკოლეიშვილი

101

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი იყო, იმიტომ რომ თუ ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა, ჩვენ დაგვრჩებოდა მხოლოდ მძიმე დაზიანება და სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი დარჩებოდა. შესაძლოა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანდა გარკვეული წარმონაქმნები, რომელიც შეიძლება იყოს ძვალი ან რაღაც მეტალის ფრაგმენტი. ვნახოთ და შევხედოთ, იქნებ სროლის მანძილზე რაღაც ინფორმაცია მოგვცეს გაკვეთამ“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები