ცივილიზაცია VI: აღზევება და დაცემა – საქართველო. ეს ერთ-ერთი პოპულარული თამაშის Civilization-ის მეექვსე თავის ნაწილია, სადაც ვითარება საქართველოში მიმდინარეობს.
თამაშის ეს ნაწილი წელს გამოვიდა და მის მოყვარულებს საქართველოში უძლიერესი ხანის მმართველები შეუძლია გახდნენ.
ვიდეოს 100 000–მდე ნახვა აქვს, სტრატეგიულ თამაშს კი მსოფლიოში 1991 წლიდან უამრავი ადამიანი თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ თამაშის ინტროს საუნდტრეკად ქართული მუსიკა ადევს, ხოლო მთავარი პერსონაჟი ქართულ ენაზე საუბრობს, გავრცელებულ ვიდეოში ნახსენებია, ისიც რომ ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში “ოქროს ხანად” არის ცნობილი.
Civilization-ის ამ ნაწილში ყურადღება ასევე გამახვილებულია ქართულ უნიკალურ ნაგებობებზე, გარემოზე, კულტურაზე. თამაშის მებრძოლები კი ხევსურები არიან.
„თამარ მეფე ცნობილია მისი დიპლომატიური სიძლიერით, ხელოვნების მხარდაჭერით, რელიგიურობითა და საქართველოს სამეფოს გაფართოებით“, – ასეა დახასიათებული თამარ მეფე თამაშში.
თამაშის მეექვსე ნაწილში თამარ მეფის გარდა კიდევ 8 მმართველი და ქვეყანაა. მათ შორის მონღოლეთი, ინდოეთი, კორეა და სხვა.
ეს ნაწილი ამ წლის 8 თებერვალს გამოვა.