LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

98

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას, სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავდაპირველად, გამოძიება აღნიშნულ პირებს 225-ე მუხლის საფუძველზე ედავებოდა, რაც მასობრივ არეულობასა და ორგანიზებას გულისხმობდა, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა.

როგორც მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა განაცხადა, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა, თუმცა 226-ე მუხლის საფუძველზე მათ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობა მიიღეს.

სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

ირაკლი ჩხვირკიას დედა, ციცო ოტობაია, აცხადებს, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორის, ფრიდონ ქარცივაძის, განცხადებით კი, საგამოძიებო ორგანო ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ითხოვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები