LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რათა ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის ფონზე საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს: დიმიტრი პესკოვი

51
დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვმა განცხადებით, რუსეთი ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რათა ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის ფონზე საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

მისი თქმით, მოსკოვი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მეგობრული დიალოგისთვის ღიაა.

”რუსეთი, ზოგადად, რუსეთი ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რათა ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის ფონზე საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს,” – განცხადა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ უკრაინის მტრულ რიტორიკაზე რუსეთი შესაბამისად რეაგირებს.

„უკრაინის მხრიდან კვლავ გვესმის უფრო მეტი მტრული რიტორიკა. რუსეთი არ არის სხვადასხვა ფობიების წყარო, რუსეთი არ არის სხვადასხვა სანქციების ინიციატორი, რუსეთი არ არის საზღვარზე შეიარაღებული ძალების მობილიზების ინიციატორი და ა.შ. რუსეთი რეაგირებს ამაზე”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები