საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც მთავრობას მოთხოვნადი ტურისტული ადგილების – მღვიმეების და კანიონების გახსნას სთხოვს.
„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები – მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მ არტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი). ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას. გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან , ჩვენი ასოციაცია – სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს:
– დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები ;
– სრულად მოიხსნას კომენდატის საათი ;
– დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია“, – წერია ახალგაზრდა გიდების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.