LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგარკუნკის მხარეში, აზერბაიჯანელებმა რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწიეს – ფაშინიანი აზერბაიჯანის ძალების მხრიდან აგრესიულობის ტენდენციაზე საუბრობს

61
აზერბაიჯანელი მესაზღვრე

სომხური მედიის ცნობით, გეგარკუნკის მხარეში, აზერბაიჯანელებმა რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწიეს.

სოფელ ვერინ შორჟას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არტემ ერანოსიანის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ 300-400 მეტრით წაიწია წინ ვარდენისის პლატოს მარცხენა მხარეს, რომელიც მანამდე თავისუფალ ზონად იყო გამოცხადებული.

მისი თქმით, აღნიშნულ ადგილას აზერბაიჯანული მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე, აზერბაიჯანის ძალების მხრიდან დაძაბულობისა და აგრესიულობის ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი  ეროვნული უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და სომხურ-რუსული სტრატეგიული სისტემის საპასუხო პროცედურებს სულ უფრო ააქტიურებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს და ვარდენისის მიმართულებით 500 მეტრით  წინ წაიწიეს.

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა და რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები