LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში მოხვედრა პირდაპირი გზით უკვე აჭარიდანაც შესაძლებელი იქნება

63
LOT-Polish-Airlines-787-8-SP-LRE

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება. მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines ვარშავა – ბათუმი – ვარშავის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

ვარშავა – ბათუმი – ვარშავა, 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები