LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მეორე წელი, შესაძლოა, გაცილებით მომაკვდინებელი იყოს – ჯანმო

303
BeFunky-collage (13)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე წელს გაცილებით მეტი სიკვდილიანობა იქნება, ვიდრე პირველ წელს.

COVID 19-მა უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და ახლა, როცა პანდემიის მეორე წელში ვიმყოფებით, შესაძლოა ის გაცილებით მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე პირველი წელი, – აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში ვაქცინების არათანაბარ განაწილებას და აღნიშნა, რომ ბავშვების ვაქცინაციის დაწყების ნაცვლად მდიდარმა ქვეყნებმა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინები უნდა მიაწოდონ.

ბავშვების აცრის ნაცვლად, ვაქცინები სხვა ქვეყნებს გაუზიარეთ – ჯანმოს დირექტორი მდიდარ ქვეყნებს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები