LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაველოდოთ, მგონი კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, გუნდში დავილაპარაკებთ – კახიშვილის “ოცნებიდან” შესაძლო წასვლას, თანაპარტიელები ეხმაურებიან

77
კახი კახიშვილი

“ქართული ოცნების” წევრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახი კახიშვილმა შესაძლოა პარტია დატოვოს. გუშინ, მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ პარტიას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება, დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

თავად კახიშვილი ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კახიშვილთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები შედგება. ოხანაშვილმა ისიც თქვა, რომ მისთვის კახიშვილის ასეთი ტიპის განცხადება მოულოდნელი იყო.

“დაველოდოთ, მე მგონია რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. გუნდში დავილაპარაკებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კახიშვილის განცხადებას დღეს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნდმა კახიშვილს 2 საპარლამენტო თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო.

კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ოცნება” დატოვოს – რა შეიძლება გახდეს პარტიიდან მისი წასვლის მიზეზი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები