LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყალების უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება პროცესის პოლიტიზირებაზე მიუთითებს – მიხეილ სააკაშვილი

85

„გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს „განაჩენი“ ჩემს წინააღმდეგ არის სრულიად უკანონო და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმასა და საღ აზრს”,- ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენს.

მისივე განცხადებით, შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს.

სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული განაჩენი ცხადყოფს, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ხელისუფლებამ ვერაფერი სერიოზული ვერ აღმოაჩინა: არც კორუფციის ფაქტები, არც სხვა სამართალდარღვევები.

“მაგრამ ეს „განაჩენი“, ისევე როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქები სინქრონულად და კოორდინირებულად მოქმედებენ ჩემს წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქატთან და ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერთან.

ის, რომ ამ წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინი ქართველი და უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემს წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა, არავისთვისაა საიდუმლო. მან ეს კიდევ ერთხელ ბოლო პრესკონფერენციაზე გაიმეორა. პუტინს, პოროშენკოს და ივანიშვილს შეუძლიათ აკეთონ ჩემ წინააღმდეგ რაც მოესურვებათ, მაგრამ ჩემი ბრძოლა გაგრძელდება ოლიგარქარტზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ხალხის დამცირებაზე ჩვენი ხალხების სრულ გამარჯვებამდე!“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები