ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, გიგანტი ამერიკული კომპანია Amazon ვაქცინირებულ თანამშრომლებს პრემიას შესთავაზებს.
BBC-ის ინფორმაციით, Amazon პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აშშ-სა და კანადაში 75 000 ადამიანს დაასაქმებს. ამასთან, გიგანტი კომპანია ახალ თანამშრომლებს სამუშაო საათში 17 დოლარს გადაუხდის, ხოლო მათ ვისაც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვთ, პრემიის სახით $100-ს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ პანდემია და ლოქდაუნი საცალო ვაჭრობისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. Amazon-ს ახლა მსოფლიოს მასშტაბით, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.