LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეწყდეს პოლიტიკური დევნა“ – მოძრაობა „საქართველოსთვის“ საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავს

70
Capture1

თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვალს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების – კახა კვეკვესკირის, გიორგი მუმლაძის, დათო კაპანაძის და რუსკა მჭედლიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესის პარალელურად „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქციას მართავს. ისინი სამოქალაქო აქტივისტების დევნას აპროტესტებენ.

კახა კვეკვესკირი, გიორგი მუმლაძე, დათო კაპანაძე და რუსკა მჭედლიძე ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი