ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა აცხადებს, რომ „დროა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს“,- ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტის მუშაობაში ყველა დეპუტატი ჩაერთოს.
„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს ყველა დეპუტატი, მისაღებია უმნიშვნელოვანესი ცვლილელები, მათ შორის საკონსტიტუციო, რასაც სრულყოფილი წარმომადგენლობა სჭირდება პარლამენტში.
დრო ახლა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მუშაობს. დროა ენმ-მა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს“, – წერს გიორგი რურუა.