ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ამის შესახებ ტედროს ადანომ გებრეისუსი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„დღეს მოვიდა ჩემი რიგი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინის ყველა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩატანა. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი ჯერი დადგება“, – წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი „ტვიტერზე“.