LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის, შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა – კრისტიან დანიელსონი

62
კრისტიანი

ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა ონლაინ დისკუსაზე, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა, განაცხადა, რომ „19 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან მან შექმნა შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად და მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად“.

დანიელსონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით და მან იმ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა, რაც ევროკავშირმა საქართველოს ბოლო პერიოდში აღმოუჩინა. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე განხორციელებულ კონკრეტულ რეფორმებზე და ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის“, – აღნიშნა დანიელსონმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.

„შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, პარალელურად, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა,“- აღნიშნა დანიელსონმა.

მისი თქმით, ამ საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევით საქართველო შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გადალახვა.

„ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთახმება ძალიან მნიშვნელოვანია და მან შექმნა რეალური შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ ის საფუძველს უყრის საქართველოში რეფორმების განხორციელებას. შეთახმება შეიცავს ბევრ ისეთ პირობებს, რომელსაც საქართველოს დემოკრატიის ფორმაზე ხანგრძლივი გავლენის მოხდენა შეუძლია. საქართველოს ახლა აქვს შანსი პროგრესული საპარლამენტო მოდელი ჩამოაყალიბოს, სადაც მრავალმნიშვნელოვანი და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესი იმართება.

ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული იმპულსის ხილვა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ და აჩვენონ ერთიანობა ზოგიერთ ძირითად დემოკრატიულ მისწრაფებაში, მათ შორის პოლიტიკის მნიშვნელოვან ხაზებზე, რომელზე შეთანხმებაც 19 აპრილს მოხდა,“- აღნიშნა დანიელსონმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები