„კურიერის“ წამყვანი,ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახე, ნათია ლაზაშვილი პირველი დოზით ვაქცინირებულების რიგებს შეუერთდა. დღეს ცნობილმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა, „სინოფარმი“ გაიკეთა. ნათია ლაზაშვილმა შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში ახლახან გააზიარა.