LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Financial Times ბრიტანელებს საქართველოს მონახულებას ურჩევს

74

ბრიტანულმა გამცემამ Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „სად წავიდეთ 2018 წელს?“. სტატიაში მიმოხილულია ძირითადი ტურისტული მიმართულებები ბრიტანელებისთვის. ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ასევე დასახელებულია საქართველო.

„მატულობს ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების – რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მიმართ. საქართველო მათ შორის გამორჩეულია ტურისტების ნაკადის სწრაფი მატების პროგნოზით 2018 წლისათვის, მით უმეტეს, რომ ეს სახელმწიფო მომავალ წელს თავისი დამოუკიდებლობის ასი წლისთავს ზეიმობს. ადრე საქართველოში ჩასვლა დისკომფორტთან იყო დაკაშირებული და თვითმფრინავის გამოცვლა გიწევდა მოსკოვში ან ვენაში, მაგრამ 2017 წლის მაისიდან „საქართველოს ავიახაზები“ კვირაში ორჯერ ახორციელებენ ფრენებს ლონდონიდან თბილისში“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს Wizz Air-მა დანიშნა ავიარეისი ლონდონი-ქუთაისი, რომელიც საშუალებას აძლევს ქუთაისიდან თბილისისაკენ მიმავალ ტურისტებს ღირშესანიშნაობები დაათვალიერონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები