LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი იქნება, თუ საერთო კანდიდატი მელია იქნება და არჩევნებზე ამ კანდიდატს მოვუგებთ: დავითულიანი

46
Untitled design

უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ოპოზციის მერობის კანდიდატი – ნიკა მელია თუ სხვა – მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის ემზადება.

თუ თბილისის მერობის კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს გარანტირებული მოგება უფრო გაუმარტივდება: ოხანაშვილი

დავითულიანი პარტიების რეიტინგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის რეიტინგი ექვსი თვის საცირკო წარმოდგენის განმავლობაში იკლებდა:

“ნიკა მელიას მერობის კანდიდატად წარდგენა მათი საქმეა. მელია იქნება თუ მათი ნებისმიერი სხვა კანდიდატი, საერთო, ან ცალ-ცალკე, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის ვემზადებით.

კარგი იქნება, თუ საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება და იმ საერთო კანდიდატს მოვუგებთ არჩევნებზე. ერთ კანდიდატზე შეთანხმება რომც მოხდეს, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” არჩევნებს მაინც მოიგებს, რადგანაც ოპოზიციის რეიტინგი მთელი ექვსი თვის საცირკო წარმოდგენის განმავლობაში იკლებდა, ხოლო “ქართული ოცნებისა” არ იკლებდა ამ მასშტაბით”. – განაცხადა დავითულიანმა.

დეპუტატი გიგი უგულავას სასამართლო პროცესის ჩანიშვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ჰქონდა კონკრეტული დანაშაული, რაზეც პასუხი აგო. ამასთან, დავითულიანი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზაცია ოპოზიციის სპეკულირების ნაწილია.

“გიგი უგულავას და ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, ჩვენი ამოცანა სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ პროცესში გადაზრდის არ არსებობს, ეს მათი რეაქციაა სამართლებრივ ქმედებებზე, პოლიტიზაცია სამართლებრივი თემების მათი დაცვის მექანიზმია.” – თქვა დავითულიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები