როგორ დავიტენიანოთ კანი გაზაფხულზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.
გაზაფხულზე სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, დატენიანების რა მეთოდია ყველაზე სწრაფი და ეფექტური?
გაზაფხულის სეზონის ყველაზე აქტუალური პროცედურა სახის კანის დატენიანება, განურჩევლად კანის ტიპისა. დატენიანება შეიძლება იყოს როგორც ინექციური, ასევე არაინექციური. მეტი ეფექტურობით გამოირჩევა ინექციური პროცედურები, ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო უარს აცხადებენ ინექციურ პროცედურებზე, შესაძლებელია არაინექციური დატენიანება, სხვადასხვა აპარატურული მეთოდებით.
ინექციური დატენიანების ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება ბიორევიტალიზაციაა.
ეს გახლავთ უნივერსალური პროცედურა, რომლის დროსაც კანში შეგვყავს ჰიალურონის მჟავა (რომელიც ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია), ვახდენთ კანის დატენიანებასა და რედერმალიზაციას, ვავსებთ იმ დეპიციტს, რასაც კანი ასაკისა და გარემო მავნე ფაქტორების ზემოქმედებით განიცდის.
შედეგად ვიღებთ წვრილი ნაოჭების გასწორება-გასადავებას, დატენიანებულ, გლუვ და მბზინვარე კანს, აღდგენილი ელასტიურიბით
საჭიროა ბიორევიტალიზაციის კურსის ჩატარება, რათა მივიღოთ გამყარებული შედეგი, კერძოდ 3 პროცედურა, 2-4 კვირიანი შუალედით), ხოლო შემდგომ საშუალოდ 3-4 თვიანი შუალედით.
როგორც ვიცი, საკმაოდ მოთხოვნადია ბუსტერის პროცედურაც…
რაც შეეხება ბოოსტერს, ის ჰიალურონის მჟავას წარმოადგენს, განსხვავებით ბიორევიტალიზაციისგან, ტექნიკურად ბუსტერი შედარებით ღრამად კეთდება და ჰიალურონის მოლეკულების ბმებს შორის კავშირი ბევრად უფრო მყარია, ასევე ჰიალურონის მჟავის პროცენტული მაჩვენებელიც ბევრად უფრო მაღალია.
შედეგად ვიღებთ გამკვრივებულ, დატენიანებულ კანს მსუბუქი ლიფტინგის ეფექტით. პროცედურა კურსის სახით საჭიროებს განმეორებას 1,5-2 თვის შუალედით, ხოლო შემდგომ 4-6 თვიანი შუალედებით ერთჯერადად.