LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

93
Untitled design

13 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაციის პროცესი 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

ბავშვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა, მოსწავლის დასარეგისტრირებლად უნდა მიმართოს ოფიციალურ ვებგვერდს – http://registration.emis.ge

საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქციას იხილავთ ამ ბმულზე – https://www.mes.gov.ge/mesgifs/1620655659_3543.pdf

ხოლო სრულ ინფორმაციას რეგისტრაციის შესახებ ამ მისამართზე – https://www.mes.gov.ge/content.php?id=12104&lang=geo

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

უწყების ინფორმაციით, რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.

“ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე”.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

▪  მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

▪  ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

▪  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
▪  კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
▪  მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
▪  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები