სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 1 საათის წინ ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით,შემთხვევა იმ დროს მოხდა , როცა ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რომელიც აფეთქდა.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედიკოსებს მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.