2020 წელი ლეგენდარული შვედური ჯგუფისთვის ABBA საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მათი სიმღერა Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა კი განაცხადა, რომ ჯგუფი კვლავ ერთიანდება და ახალი სიმღერების გამოშვებას გეგმავს.
Abba-ს Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა
ახლა კი ბიორნ ულვეუსმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. ABBA წელს ახალ ალბომს გამოუშვებს, მუშაობა უკვე დაწყებული.
„40 წლის შემდეგ კვლავ ერთად სტუდიაში, ეს გარდაუვალია, ჩვენ ახალ ალბომზე ვმუშაობთ და ის დღის შუქს მიმდინარე წელს იხილავს“, – განაცხადა ბიორნმა.
შეგახსენებთ, ოთხი მუსიკოსისგან შექმნილი ჯგუფი 1972 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. დაშლის შესახებ ჯგუფის წევრებმა 1983 წლის დასაწყისში განაცხადეს. 2010 წლიდან ABBA როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.