LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

62
d05d7aac2e36ffd113b817abf96c3120-XL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, ოთხი მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები