LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უტიფრობის დემონსტრირება – ბოკერია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

74
BeFunky-collage (15)

უტიფრობის დემონსტრირებაა, რა ფორმითაც ილაპარაკა, ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს არგამოყენებას.

„რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის დემონსტრირება საოცარი შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის უტიფრობის. ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც. რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია არ იყო და განხილვა არ იყო რომ ამის გამო საკამათო რაღაც მუხლები, ნებისმიერ წამს შეგიძლია, ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სამწუხაროდ სისუტე გამოავლინა, შეეშინდა – ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

შეგახსენებთ, საუბარია ადმინისტრაციულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სანქციები მკაცრდება, ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც.

საბოლოო გადაწყვეტილების მიუხედავად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოპოზიციის არგუმენტებს ეთანხმება, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების გაცვლის თანაბარ შესაძლებლობებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.