LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება: ამირან გამყრელიძე

96
ამირან გამყრელიძე

„საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს“, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე გააკეთა.

მისი განმარტებით, სანამ აღნიშნულ საკითხს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, საქართველოში ეს თემა არ განიხილება.

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა ვაქცინამ მოზარდებში 96%-იანი ეფექტურობა აჩვენა

„ეს საკითხი დაუშვა კანადამ. ჯერ მხოლოდ „ფაიზერზეა“ კვლევები 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. „ასტრაზენეკაც“ ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის. თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს. ისინი არიან ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები, ამიტომ, მოგვიწევს ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

12-15 წლის მოზარდებში ვაქცინამ 100 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა: კომპანია “ფაიზერი”

მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში ვაქცინა შეიძლება მზად იყოს 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის: “ფაიზერი”