“არ უარყოფენ ამ ფაქტს, რომ ისინი ახალი კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას პირდაპირ მიდიან ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ,“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დებატების რესპუბლიკურ ტურნირში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
“ის ხალხი, ვინც გააუქმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი, არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი,”- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
“დებატების ახალგაზრდული კლუბების“ ტურნირი კონსტიტუციაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი გუნდების ფინალურ შეხვედრას დაესწრო და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.