LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ჩანახატებით გაფორმებული პირველი მუსიკალური შადრევნები მოეწყო (ფოტოები)

86

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი  მოეწყო. პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოს მასშტაბით, შადრევნების ფოტოჩანახატებით გაფორმება პირველად მოხდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ერთი მათგანი თემქის ცენტრალურ გზაზე (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) არსებულ სკვერში, მეორე კი, ც.დადიანის ქუჩაზე, მეტროსაგდურ „ნაძალადევის“ გვერდით რეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო.

„წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, რომ ორივე შადრევანი ამოქმედებულიყო. კარგია, რომ უკვე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ამ ლამაზი სანახაობით ისიამოვნოს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ორივე მუსიკალურ შადრევანს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები