FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აპრილში, გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს – 30.8%-ით აღემატება.
FAO-ს ინფორმაციით, აპრილში, 3.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. როგორც FAO-ში განმარტავენ, აღნიშნული მონაცემი, 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს თითქმის 60%-ით აღემატება. მატების ძირითად მიზეზად, ბრაზილიაში მოსავლის აღების პროცესში წარმოქნილი შეფერხებები და საფრანგეთში ყინვით დაზიანებული მოსავალი განიხილება.
წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა, თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შორის – სოიოს, მზესუმზირის და პალმის ზეთს.
1.7%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო აზიაში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნით. ზრდა არ შეხებია ფრინველის ხორცის ფასებს.
1.2%-იანი ზრდა აჩვენა, რძემ და რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა. განსაკუთრებული მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია: ყველის, კარაქისა და რძის ფხვნილის ფასების ინდექსი. მოიმატა მარცვლეულის ფასების ინდექსმაც, რომელმაც მარტის თქვეში 1.8%-იანი კლების ტენდენცია აჩვენა. მარტისგან განსხვავებით აპრილში, მარცვლეულის ფასები 1.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები, გასული წლის იმავე პერიოდს ნიშნულს, თითქმის 26-ით აღემატება. ზრდა ძირითადად სიმინდის ფქვილს შეეხო, რომლის ფასებიც 5.7%-ითაა გაზრდილი. ეს მონაცემი წინა წლის მაჩვენებელს – 66.7%-ით აღემატება.