საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ამ დრომდე ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოში ამ ეტაპზე, ძირითადად, ბრიტანული შტამი ცირკულირებს.
“ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, პრაქტიკულად 80%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე შტამებისა, არის – ბრიტანული. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჩაანაცვლა ადრე მოცირკულირე შტამები. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა”- აცხადებს იმნაძე.
აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს – პაატა იმნაძე