LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ადმინისტრაცია: ობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დავეხმარებით

71
shutterstock-661441039

ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმი აღდგეს ძალიან თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ ნაკადის მიღება და შენარჩუნება ,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ყველა აქტივობის განხორციელებისთვის უპირობა წინაპირობა ვაქცინაციაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი. ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და ტურისტული სექტორის პრიორიტეტულ ჯგუფად გამოცხადება არის ამ ყოველივეს წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენ დღეს განვიხილავთ პროცესს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კორდინაციის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად და გაორმაგებულად მოხდეს სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება გავაკეთოთ უსაფრთხო მოგზაურობის. ასევე იმ ობიექტებს ხელი შევუწყოთ, რომ რეკლამა გაუკეთონ თავიანთ ობიექტებს, როგორც უსაფრთხო ტურიზმის ობიექტს. უშუალოდ ამ კომპანიების სია დაინტეგრირდება ჩვენს ტურისტულ ვებ-პლატფორმაზე, ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ აქტივობაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ვახორციელებთ, ამ სიის გაზიარება მოხდება დაინტერესებული პირებისთვის“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.

რაც შეეხება მარკეტინგულ აქტოვობებს, როგორც ის აღნიშნავს, იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე დაიწყება მუშაობა, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში მნიშვნელოვანი და მიმზიდველია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები